GD Banner
პოლიტიკა

პარლამენტის შენობა საღებავით დააზიანეს – წარწერის ავტორები, „სირცხვილიას“ აქტივისტები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდნენ

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: „100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.“

ცნობისთვის, სამხარაძემ რამდენიმე თვის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, “ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერს, ვიქტორ ჯაფარიძეს, რადგან მან “გამჭვირვალობის კანონს” მხარი დაუჭირა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა