ირაკლი ტაბლიაშვილი:
“არგუმენტები” ყველას აქვს! – ირაკლი კობახიძესაც კი!”დასაბუთებით” ყველა ყველაფერს ასაბუთებს! – ანრი ოხანაშვილიც კი!ოღონდ, ირაკლიც, ანრიც, მამუკაც და ბიძინას სხვა ხელისბიჭებიც “პადონოკები” არიან!.. სხვათა შორის მაშინაც, როცა მათი “არგუმენტები” “ლოგიკურია”.
(არ გეგონოთ, რომ პირადად მე მათ თუნდაც ერთ არგუმენტს მივიჩნევ ლოგიკურად… მაგრამ, სხვებს – ნახევარქოცებს, ხანდახან ხომ მაინც მიაჩნიათ, რომ ისინი სულაც არ სტყუიან)?
მოკლედ, როცა “პადონოკი” ხარ, “პადონოკი” ხარ და დედამიწა ბრტყელი არააო ეს რომ ამტკიცო, პატიოსან ადამიანებს ესეც კი არ უნდა უბრუნებდეს გულს შენსკენ!
მაგრამ, ეს პოსტი არაა სწორედ “პადონოკ” კობახიძეზე!.. ოხანაშვილზე თუ ნინო წილოსანზე… მათთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია! ეს პოსტი “სირცხვილიაზეა”… და სერიოზული პოსტია! (ჩათვალეთ, რომ მათი ოდინდელი გულშემატკივრისა)! დიახ, მე არ ვწერ მარტივად… არ “ვაშეიმინგებ” მათ! არ ვლანძღავ… “სირცხვილია” სირცხვილია-თი არ ვიფარგლები! მე მათ ვუხსნი, რა თქვეს და რა ჰქმნეს! რა ჭამეს… სირცხვილის სახით!
ჰო, ჰო… არაა ეს შერცხვენის პოსტი… დამეტიც, ამ ვითარებაშიც კი, არც იმას ვამბობ, რომ ამ მოძრაობის აქტივისტები, ლიდერები… გადაწყვეტილების მიმღები პირები კობახიძე “პადონოკის” მსგავსები არიან! არ მემეტება ეს წესიერსახიანი ადამიანები ამისათვის! მაგრამ…მაგრამ, ხალხნო… (სირცხვილიას აქტივისტებო და ლიდერებო), მკვახედ რომ გითხრათ – ხომ არ გაჟრიალებთ ცოტა? (დიახ, გაჟრიალებთ). და ჩანს, გაჟრიალებთ, ვინაიდან, როგორც ვხედავ, ბოლომდე კი არა, იოტისოდენადაც არ გაქვთ გააზრებული, რა ბრძოლაა ეს! ვის წინააღმდეგ და როგორი! ვხედავ, თქვენ არ გესმით, რომ ეს არაა ბრძოლა ოდენ რუსული კანონის წინააღმდეგ ან ასიდან ორი ორგანიზაციის გადარჩენისათვის! ეს არაა ჭადრაკი და სტრატეგია!დიახ, ეს ქვეყნისათვის ბრძოლაა და გათითოკაცება და ცხვირს მიღმა რაღაცის დანახვა ანუ, კონტექსტუალური ანალიზი, ამ ბრძოლის გამარჯვებით დასრულების საწინდარია! ეს კი, ვიმეორებ, თქვენ, თურმე, ვერ გაგიგიათ!!! და ვერც ის გაგიგიათ, რომ ჩვენს წინ არა უბრალო მოწინააღმდეგე, არამედ, “პადონოკი” ორჯონიკიძეების მთელი ხროვაა!
არაა ასეო! ჩვენც ამ აზრისა ვართო… ჩვენ შენზე უკეთაც ვიცით, რა ხდებაო, იმედია, ამას არ იტყვით … ვინაიდან…ვინაიდან, თქვენ ეს რომ გცოდნოდათ, იმას არ ჩაიდენდით, რაც ჩაიდინეთ! თქვენ უნდა გცოდნოდათ, რომ სწორედ ეს ნაძირლები კონკრეტულად თქვენს კი არა, ჩვენს, ჩვენს…. ყველას წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ამ თქვენეულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას… თქვენ უნდა განგეჭვრიტათ არა თქვენი ვიწრო, ცხვირ-წინული არამედ, ფართოზე ფართო თვალსაწიერ-გადმოსახედიდან! დიახ… დიახ! თქვენ სიღრმისეულად უნდა გეაზროვნათ და დღის წესრიგშიც კი არ უნდა შემოგეტანათ რეგისტრაციის საკითხი!თქვენ კონტექსტში უნდა წაგეკითხათ ეს ამბავი, და უნდა ჩამხვდარიყავით, რომ მხოლოდ ერთ… საკუთრივ თქვენს ორგანიზაციას კი არ წარმოადგენდით, არამედ, იყავით ერთ-ერთი სახე ჩვენი ყველას მოძრაობისა! სახე თუ ბრენდი, რომელსაც თუნდაც ასი… ორასი ახალგაზრდა გენდობოდათ! მოგყვებოდათ!.. გიჯერებდათ!ახლა კი რა გამოვიდა? ხელისუფლება ხომ დაგცინით… და ჩვენც დაგვცინის თქვენთან ერთად და ერთგვარად! ჩვენს კომპრომისად მიიჩნევს იმას, რაშიც უბრალონი ვართ და რაშიც უბადრუკნი ხართ! და ჩვენ კი… ჩვენ კი თქვენ აღარ გენდობით!.. წასულია თქვენი საქმე ჩვენს თვალში!
ვერ… ვეღარ ვართ ერთ სანგარში და ერთმანეთის იმედად, რადგან…. რადგან ნამუსი გაქვთ შელახული, ხოლო ნამუსის შელახვა ჩვენში… ხელისუფლებისაგან თავის გატეხვაზე უარესია!ამიტომ – ეაჰ… ეს ამოოხრებაღა დამრჩენია თქვენთან მიმართებაში! და ამ ამოოხრებას ესეც უნდა მივაყოლო: მეგობრებო, ჩვენი მოძრაობა წარმატებული ვერ იქნება, თუ სხვადასხვა არგუმენტებით შევიარაღდებით და კომპრომისზე ასე “შეიარაღებულები” წავალთ! ასევე – ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მოძრაობის ყველა სუსტი ან მოსუსტო რგოლი უნებური მოკავშირეა ხსენებული “პადონოკებისა”…და კიდევ – ამ ბრძოლაში უზარმაზარი … არნახული მნიშვნელობა აქვს ჩვენს მორალურ სიცხადეს, მორალურ უპირატესობას, სიმტკიცეს!.. გაუტეხლობას!..მე გისურვებთ ნაკლებ სირცხვილს და ცოტა “სირცხვილიას” 26 ოქტომბრამდეც და მის შემდეგაც! მხოლოდ სიკვდილზე წამსვლელები იმსახურებენ თავისუფლებას!ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ! სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!