GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება

ირაკლიკობახიძე:  2003 წელს, „ენჯეოებისმეშვეობით, ხელისუფლებაგარედანდაგვინიშნეს. ქვეყანას 9 წლისმანძილზემართავდაპოლიტიკურიძალა, რომელმაცქართულისახელმწიფოსდაქართველიხალხისმიმართუამრავიდანაშაულიჩაიდინა

საქართველოს ჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოზურგეთში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ახლა, იგივე ძალები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება.

„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს. ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს. და ახლა, იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება. ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების მკვლელობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა