GD Banner
პოლიტიკა

“სირცხვილიას” დირექტორის სკანდალური აღიარება: აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია

“გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობის, “სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, აღიარებს, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია არ განაპირობებს მისთვის აგენტის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან, კანონის ახალ რედაქციაში აგენტის სტატუსი გათვალისწინებული არ არის.

ვიდეოში, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ მიიღო “სირცხვილიამ” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირების გადაწყვეტილება, მჟავანაძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია აგენტის სტატუსს დარეგისტრირების შედეგად არ იღებს, ხოლო ხელისუფლებისთვის, აქამდე ისედაც ყველა აგენტი იყო, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას.

“კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ გაივლის კანონით რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც აქამდე ხელისუფლებისთვის იყო ყველა აგენტი და ასე იქნება შემდეგშიც.” – აცხადებს გიორგი მჟავანაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა