პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი ქვეყნის თანხმობის გარეშე, რადგან ის არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მათ შორის კულტურულ-პოლიტიკურ სტანდარტებს.
ივლისში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა მოხდეს „ვოლინის საკითხის“ მოგვარების გარეშე.
“უკრაინა არ იქნება ევროკავშირის წევრი პოლონეთის თანხმობის გარეშე. უკრაინა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და ეს სტანდარტები მრავალფეროვანია – საქმე მხოლოდ საზღვრებს, ვაჭრობას, იურიდიულ და ეკონომიკურ სტანდარტებს არ ეხება. ეს ასევე, მე ვიტყოდი, კულტურული დ პოლიტიკური სტანდარტების საკითხია”, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, ევროკავშირი არ შეიქმნებოდა გერმანელებისა და ფრანგების ან გერმანელებისა და პოლონელების შერიგების გარეშე.
“უკრაინელებს უნდა ესმოდეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს სტანდარტების იმ სფეროში შესვლას, რომელიც ეხება პოლიტიკურ და ისტორიულ კულტურას”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამავდროულად, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ის განმარტავს უფრო და უფრო ნათლად, რომ კიევის ინტერესებშია პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობების დარეგულირება.
“ეს ისტორია უნდა დაიმარხოს, თუ გვინდა ავაშენოთ კარგი მომავალი”, – დასძინა მან.