GD Banner
Uncategorized

მამუკა მდინარაძე: როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ

ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, შესაძლოა, ცალკე აღებული რომელიმე მიმართულების უზრუნველყოფა უფრო ადვილიც კი იყოს, თუმცა, ყველაფერი ერთად, რთული შესასრულებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ურთიერთპატიებით და შერიგებით, რაც შეიძლება მალე, ერთმანეთი უნდა დაიბრუნონ.

„ცალკე აღებული, რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა, შეიძლება, შედარებით რა თქმა უნდა, ადვილიც კი იყოს, ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს. ეს ყველაფერი ერთად კი, ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად. 

ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით და როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ. 

26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს მის მოწინააღმდეგეებზე, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,294 ნახვა