tv-პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია ეხმაურება ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ გადაწყვიტეს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტში დარეგისტრირება.
„ვერ გააზრება მავნებლობის მასშტაბის? ან გააზრება და მაინც, ჩაწერა ამ ვიდეოსი? უბრალოდ ამაზე ვფიქრობ და ბევრი რამ გაუგებარია.
აგრესიის გარეშე ვკითხულობ, რა საჭირო იყო საერთოდ ეს ვიდეო საკონსტიტუციოში განხილვის დროს, მეგობრებო? იქნებ ამ ბრძოლას ვიმარჯვებდით? რატომ ეცით ამ ვიდეოს?
ყველაზე ცუდი რაც ამ ვიდეომ მოიტანა – ესაა იმედგაცრუება, ნიჰილიზმი და ბზარი პრინციპულ, ერთსულოვან, თანმიმდევრულ პოზიციაში.
ამ ნიჰილიზმისგან უნდა ვდისტანცირდეთ, იმიტომ
რომ ქოცები წააგებენ და არაფერი არ გვჭირს თავის წასაქცევი. რაც შეეხება გაბზარულ პოზიციას, სამწუხაროდ (ძალიან გულწრფელად) აქაც უფრო მეტად თავი გაირიყეს საერთო ბრძოლისგან, ვიდრე – ბზარი გააჩინეს ამ ბრძოლაში. რჩება იმედგაცრუება, მართლა დასანანია“,-წერს ვიკა ბუკია.