GD Banner
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ იოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი, –  ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, მშვიდობის ფასი და მისი მნიშვნელობა, საქართველოს ისტორიამ და უახლესმა წარსულმა, კერძოდ, 90-იანი წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა და 2008 წლის ომმა, რომელზეც „ნაცმოძრაობასაც“ ეკისრება პასუხისმგებლობა, ნათლად დაგვანახა. მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი პარტია ერთადერთია, რომელმაც ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი მოუტანა.

„გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში, ქართულ სუფრაზე, საკრალური ქართული ღვინით, პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ. 

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.

ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. 

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა