GD Banner
Uncategorized

გია აბაშიძე: კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში – გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს

ტოქსიკურმა კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში – გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს ქმედება კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის კი ტრაგიკომიკურია. აბაშიძის თქმითვე, “ნაცმოძრაობასთან” უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით დავობს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი.

“ტოქსიკურმა კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში – გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს. ეს კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის ტრაგიკომიკურია, რადგან კონსტიტუციის დარღვევაში “ნაცმოძრაობასთან” უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ედავება უმაღლესი კანონის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი. თანაც თანასწორობის უფლებაზე რაღაც პრეტენზიები აქვთ “ნაცრეჟიმის” ადეპტებს, როცა კრიმინალი სააკაშვილის კლანის მმართველობისას ყველა უფლება ფეხქვეშ იყო გათელილი. ამასთან, კრებსით “ნაცებს” ადვოკატებად ჰყავთ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც იაფფასიანი ეპატაჟის გარდა, სხვა არაფრით გამოირჩევიან და მრავალი ანეკდოტის სუბიექტებად იქცნენ.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,860 ნახვა