GD Banner
Uncategorized

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინელ მეგობრებთან დისკუსიისას აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ, მიუხედავად იმისა, რომ გათვლები და დაპირებები 2023 წლისთვის იყო

როდესაც იცი, რომ X ქვეყანა გპირდება Y აღჭურვილობას, აღმოჩნდება, რომ Y აღჭურვილობა უვარგისია, გამოუსადეგარია, შეკეთებას საჭიროებს, შედეგად, მის მიწოდებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, უკრაინელ მეგობრებთან ჩვენი დისკუსიის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გათვლები და დაპირებები, განცხადებები და სათაურები იყო 2023 წელს, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, ევროპა ზოგიერთ შემთხვევაში ქმნის ნარატივებს და კარგ ისტორიებს საკუთარი მოქალაქეებისთვის, თუმცა, რაც შეეხება უკრაინისთვის მასალის მიწოდებას, ზოგჯერ ის ნარატივისგან განსხვავდება.

როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ევროპა წაგებისთვის მზად არის, ხოლო ის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ვინც არ აწვდიან უკრაინას დაპირებულ აღჭურვილობას, ომის შემდგომი ეტაპისთვის უნდა მოემზადონ.

„მოგეხსენებათ, პუტინს სანდო მეგობრები ჰყავს. იცით, ჩრდილოეთ კორეელებს, ირანელებს შეუძლიათ კვლავ განაგრძონ იმის მიწოდება, რაც [რუსეთს] დაჰპირდნენ. ასე რომ, ეს არის განსხვავება. ჩვენ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვქმნით ნარატივებს, კარგ ისტორიებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. იცით, რომ ჩვენ სიკეთისთვის მებრძოლები ვართ, მაგრამ რაც შეეხება [საბრძოლო მასალის] მიწოდებას, ეს ამბავი ზოგჯერ ძალიან განსხვავებულია. არის კიდევ ერთი გზავნილი: რომ საერთო ჯამში, ევროპა მზად არის წაგებისთვის. მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ არ მიაწოდონ უკრაინას რასაც დაჰპირდნენ, ემზადებიან ომის შემდეგი ეტაპისთვის, რადგან ეს აუცილებლად მოხდება. სხვა გზა ამ შემთხვევაში არ არის“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,800 ნახვა