“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესახებ ოპოზიციის რეაქციებს ეხმიანება. როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, რომ 30 000 ენჯეოდან მხოლოდ 233 ითხოვს დარეგისტრირებას უცხოური გამჭვირვალობის რეესტრში და ეს რიცხვი ძალიან ცოტააო.
მისივე თქმით, კანონის საწინააღმდეგო სარჩელს 233 ზე ნაკლებმა ენჯეომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, ისინი უფრო სამარცხვინოები არიან?
“ნაცებს და ნაცენჯეოებს აქვთ ატეხილი აჟიოტაჟი, 30 000 ენჯეოდან მხოლოდ 233 ითხოვს დარეგისტრირებას უცხოური გამჭვირვალობის რეესტრში და ეს რიცხვი ძალიან ცოტააო. თქვე დალოცვილებო, კანონის საწინააღმდეგო სარჩელს 233 ზე ნაკლებმა ენჯეომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, თქვენ უფრო სამარცხვინოები ხართ?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.