GD Banner
საზოგადოება

ვინ არის სოფიო კოზმანაშვილი, რომელიც მონაკოში რუს ბლოგერთან ძვირადღირებული ჩაცმულობით იწონებს თავს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მონაკოდან, სადაც მონაკოში მცხოვრები რუსი ბლოგერი ქალს ეკითხება რა ბრენდის სამოსი აცვია და რა ღირებულების სამკაული.

ბლოგერის რესპონდენტი ქართველი სოფიო კოზმანაშვილი აღმოჩნდა, რომელიც პასუხობს რომ ის ქართველი დიპლომატია.

ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩემი მოკრძალებული აზრით, ფასები არ ახსოვს იმიტომ რომ ბევრი აქვს, ყველა კაბის და ბეჭდის ფასს ხო არ/ვერ დაიმახსოვრებს. საინტერესოა, მართლა ვინ არის, რა ჯურის დიპლომატი“,- წერენ სოციალურ ქსელში.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სოფიო კოზმანაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში,  „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პერიოდში მინისტრების დავით ბაქრაძის, ეკა ტყეშელაშვილის და გრიგოლ ვაშაძის  სამდივნოში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს სადაც,  გვითხრეს, რომ კოზმანაშვილი ნამდვილად მუშაობდა 2008-2009 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა  მას მერე აღნიშნულ პირს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ უმუშავია,“

prime time

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა