GD Banner
Uncategorized

„მოუფრთხილდი მშვიდობას და თავისუფლებას“- კონგრესმენი თალსი გაბარდი განმარტავს, რატომ ტოვებს დემოკრატიულ პარტიას და მხარს უჭერს ტრამპს და არა ჰარისს

ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი  თალსი გაბარდი  აცხადებს, რომ გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპს და არა კამალა ჰარისს.

გაბარდმა ტრამპს მხარდაჭერა ოფიციალურად გუშინ, დეტროიტში გამართულ ეროვნული არმიის 146- ე გენერალურ კონფერენციაზე გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც ტრამპი არლინგტონის სასაფლაოზე მივიდა და 2021 წელს, Abbey Gate-ის ტერაქტის დროს დაღუპული 13 ამერიკელი სამხედროს საფლავზე ყვავილები მიიტანა.  

„ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელოვანია, გყავდეს მხედართმთავარი, რომელიც აფასებს თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლეს და რომელსაც გააჩნია ძალა და სიმამაცე, რათა გამოიყენოს დიპლომატიის ყველანაირი საშუალება, შეხვდეს დიქტატორებს, მოწინააღმდეგეებს, მომხრეებს, პარტნიორებს, რათა მოიპოვოს მშვიდობა. მხედართმთავარი, რომელსაც ესმის, რომ ომი უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება“,-განაცხადა გაბარდმა.

„დღეს მე მხარი დავუჭირე ტრამპს , რადგან მას აქვს ეს თვისებები და მან დაამტკიცა, რომ მხედართმთავარია. კამალა ჰარისმა კი, დაამტკიცა, რომ ის ასეთი არ არის. დღეს ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ ბირთვულ ომთან, ვიდრე ოდესმე. ჰარისისა და ბაიდენის, მათი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ“,-განაცხადა მან.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 2021 წელსაც აკრიტიკებდა კამალა ჰარისს დაღუპული სამხედროების ოჯახების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო.

„დღეს არლინგტონში, სასაფალოზე თავის გარდაცვლილ ძმებთან მისული  იყო ადამიანი, რომელსაც სამი კიდური აქვს მოკვეთილი. დაურეკა და მოუხადა ჰარისმა ბოდიში იმ გადაწყვეტილების გამო, (ჯარების კატასტროფული გაყვანის) რამაც 13 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა? კამალა ჰარისი არ არის ადამიანი, რომელიც ჩვენს მხედართმთავრად გამოდგება“,-განაცხადა თალსი გაბარდმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,227 ნახვა