GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის, ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება. საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და, მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით. გისურვებთ წარმატებებს და იმ ცოდნის დაუფლებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნავს პრემიერი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,376 ნახვა