GD Banner
სოციალური ქსელები და მედია

მარკ ცუკერბერგის სკანდალური აღიარება-  ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია FACEBOOK-ზე ზეწოლას ახდენდა და ცენზურას აიძულებდა

Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი, წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტის მდივან, რესპუბლიკელ ჯიმ ჯორდანისადმი მიწერილ წერილში აღიარებს, რომ ბეიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა facebook-ზე და აიძულებდა, ცენზურის ქვეშ ჰყოლოდა ამერიკელები. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

აღნიშნული წერილით, რომლის ტექსტიც House Judiciary Committee GOP-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ცუკერბერგმა კომიტეტს ორშაბათს, 26 აგვისტოს მიმართა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, რაც კომპანიამ კომიტეტს ონლაინ-პლატფორმების კონტენტის მოდერაციის გამოძიების ფარგლებში ათასობით დოკუმენტი წარუდგინა.

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, დოკუმენტებთან ერთად, კომპანიამ გასაშიფრად წარადგინა ათობით თანამშრომლის ინტერვიუ. მისივე თქმით, Meta მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

„ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს აშშ-ს ხელისუფლება ჩვენნაირ კომპანიებზე და მე მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია-  ჩვენი პლატფორმები განკუთვნილია ყველასთვის- ჩვენ ვმუშაობთ და ვეხმარებით ადამიანებს  უსაფრთხო და სანდო მეთოდით ურთიერთობაში. თუმცა,  მუდმივად ვისმენთ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისა და კერძო პირებისგან იმ პრობლემების შესახებ, რაც ექმნებათ საზოგადოებრივ დისკურსთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 ცუკერბერგს მაგალითად მოჰყავს 2021 წლის პანდემიის პერიოდი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის „მაღალი თანამდებობის პირები“  თვეების განმავლობაში აიძულებდნენ ფეისბუქის თანამშრომლებს, რომ  განეხორციელებინათ ცენზურა COVID-19-თან დაკავშირებულ გარკვეულ კონტენტზე, მათ შორის იუმორსა და სატირაზე. 

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, როდესაც „ფეისბუქი“ არ დათანხმდა ცენზურას, ბაიდენის ადმინისტრაციისგან საკმაოდ მწვავე რეაქციები წამოვიდა. საბოლოოდ, სოციალური ქსელის გუნდი დაემორჩილა ზეწოლას, რისთვისაც ცუკერბერგი თავის წერილში პასუხისმგებლობას იღებს და ამბობს, რომ ძალიან წუხს, რომ ამის შესახებ ის ასე ღიად ადრე არ საუბრობდა.

 „ახლა ჩვენ ასე აღარ მოვიქცევით. მე ვუთხარი ჩემს გუნდს, რომ  არცერთი ადმინისტრაციის ზეწოლას არ უნდა დავემორჩილოთ და არ უნდა წავიდეთ ჩვენი კონტენტის  სტანდარტების საწინააღმდეგოდ. ჩვენ მზად ვართ შევეწინააღმდეგოთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას“,-განაცხადა მან.

თავის წერილში ცუკერბერგი ასევე იხსენებს New York Post -ის სტატიას, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.  ცუკერბერგი ამბობს, რომ მაშინ მეტა იძულებული გახადეს, შეეზღუდათ სოცქსელში აღნიშნული სტატიის ხილვადობა. 

„სწორედ მას შემდეგ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო რუსული დეზინფორმაცია და როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ჩვენ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა.

ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს- მაგალითისთვის, ჩვენ აღარ მოვახდენთ  ხილვადობის დროებით შეზღუდვას, რათა დაველოდოთ ფაქტების გადამოწმებას და  თანხმობას“,-წერს ცუკერბერგი. 

მედიის ცნობით, „ფეისბუქმა“ უარი განაცხადა წერილის ტექსტის ჩარჩოს მიღმა კომენტარის გაკეთებაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა