GD Banner
უცხოური მედია

ილონ მასკის შეფასებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კომპანია Meta-ზე ზეწოლა აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევაა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ეხებოდეს.

„ჩანს, რომ საქმე გვაქვს პირველი შესწორების დარღვევასთან“, – დაწერა მასკმა.

პირველი შესწორების თანახმად, აშშ-ის კონგრესი არ უნდა უჭერდეს მხარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმასა და მის შეზღუდვას.

მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა. საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა