GD Banner
პოლიტიკა

„ქუდზე კაცი ნამდვილად გამოვა, ოღონდ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ – ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილზე

„ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც მას აქვს, ქუდზე კაცი ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ“, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ნიკა მელიას თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი და საქართველოს საერთაშორისო ქომაგები საკუთარ სათქმელს იტყვიან:

„ის [ბიძინა ივანიშვილი] ერთი მხრივ ანუგეშებს საკუთარ მხარდამჭერებს, მეორე მხრივ, ცდილობს დაიყოლიოს ადამიანები – საარჩევნოდ სიაში, მაგალითად, 73-ედ რომ წერენ რეგიონის წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ სახელით, იმ ადამიანს აღარ სჯერა, რომ პარლამენტში მოხვდება – ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაარწმუნოს ეს კატეგორია, რომ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის.

შეუძლებელია ევროკავშირის წევრობა გინდოდეს და ამ დროს იმუქრებოდე, რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება იქნება გაუქმებული და ყველა პარტია იქნება განადგურებული.

ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო ქომაგები 26 ოქტომბერს ერთად იტყვიან საკუთარ სიტყვას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა