უკრაინაში სააგენტო „როიტერის“ ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ორი კი, დაშავდა. შემთხვევა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში მოხდა.
რაიან ევანსი სააგენტოში უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტანტად მუშაობდა და სასტუმრო Sapphire-ის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ის 6-კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დაშავებული 2 ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
38 წლის ევანსი ბრიტანეთის ყოფილი ჯარისკაცია და 2022 წლიდან უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციას უწევდა ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში. მათ შორის უკრაინაში, ისრელსა და პარიზის ოლიმპიადაზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, სასტუმროს რუსული „ისკანდერი“ მოხვდა- ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მიზნის განადგურება 500 კილომეტრიდან შეუძლია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. „როიტერსში“ აცხადებენ, რომ ასევე, ვერ მოიპოვეს დამოუკიდებელი ინფორმაცია, თუ ვის ეკუთვნოდა რაკეტა, რომელიც სასტუმროს მოხვდა. რუსეთის მიერ იყო ნასროლი, თუ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა სასტუმროზე, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.