GD Banner
სამართალი

სისხლიანი გარჩევა მეფე ნარიმანის ბინასთან – დაარღვევს თუ არა დუმილს დაკავებული

სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში – ორი ადამიანის დაჭრაში მხილებული ლუკა ტოტოლაშვილი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. ახლა საინტერესოა, როგორ ახსნის ახალგაზრდა მამაკაცი “ბერი ნარიმანის” მრევლის წევრებისთვის ყელის გამოჭრის და ენის მოჭრის მცდელობას.

დიდი ალბათობით, გახმაურებული საქმის დეტალები სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. საინტერესოა დაარღვევს თუ არა დუმილს, ტოტოლაშვილი განსასჯელის სკამიდან. იმ შემთხვევაში თუ დაკავებულის დანაშაული დადგინდება, მას მინიმუმ ცხრა წლიანი პატიმრობა ელოდება.

სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში 24 აგვისტოს მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები 8 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,096 ნახვა