GD Banner
Uncategorized

ჯო ბაიდენის, კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო ტენესელი მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო 37 წლის ტენესელ მამაკაცზე საქმე აღიძრა – იუწყება ABC NEWS.

გამოცემას მოჰყავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ კაილ ალტონ ჰოლს ბრალი მოქმედი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ მუქარის მუხლით წარედგინა. თითოეულ ბრალდებაზე მას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მუქარა ძირითადად, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე ხორციელდებოდა.

მამაკაცი ბაიდენის მიმართ დაწერილ კომენტარებში იყენებდა სიტყვებს „მოკვლა, სროლა, თვითმფრინავის ჩამოგდება“. ის ასევე მკვლელობით ემუქრებოდა ჰარისსა და ობამას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა