საფრანგეთში აპლიკაცია „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, დუროვი ბურჟეს აეროპორტში აიყვანეს, როდესაც აზერბაიჯანიდან საკუთარი თვითმფრინავით დაბრუნდა.
პოლიცია დუროვს ნარკოტიკებით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს რაც სავარაუდოდ „ტელეგრამზე“ დაშიფრული შეტყობინებების მეშვეობით ხორციელდებოდა.
პაველ დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. საფრანგეთის მოქალაქეობა მან 2021 წელს მიიღო.
Facebook Comments Box