GD Banner
Uncategorized

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნილი, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურ ფაუდ შუქრის მკვლელობაზე.

ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამ წუთებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო თათბირი იმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა