GD Banner
საზოგადოება

24 აგვისტოს, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი თავის მამულში დაკარძალეს

24 აგვისტოს, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი თავის მამულში დაკარძალეს. მსახიობის სურვილით, დაკრძალვის ღონისძიება საჯარო არ ყოფილა. მას მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო გარემოცვა დაესწრო. ცერემონიის დაწყებამდე კი პოლიციამ მთავარი გზა გადაკეტა.

ჭირისუფლებს სთხოვეს, რომ ღონისძიების განმავლობაში მობილური ტელეფონები არ გამოეყენებინათ და ადგილობრივმა პრეფექტურამ დელონის მამულზე დრონების გადაფრენა აკრძალა, ამიტომ ღონისძიების ფოტოები არ გავრცელებულა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ალენ დელონს საჯარო და სახალხო დაკრძალვის ღონისძიება არ სურდა, მსახიობის მამულის კარიბჭესთან მისი გულშემატკივრები შეიკრიბნენ, რომლებმაც ფრანგული კინოს ლეგენდის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მსახიობი დუშიში მდებარე მამულში თითქმის 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის მამულში მდებარე სამლოცველოში დაკრძალეს, რომელიც მან თავად ააშენა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,376 ნახვა