GD Banner
Uncategorized

ჯო ბაიდენი: რუსეთი ამ კონფლიქტში ვერ გაიმარჯვებს – უკრაინის დამოუკიდებელი ხალხი გაიმარჯვებს

J

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„ხვალ – როდესაც უკრაინელი ხალხი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს – დაე ცხადი იყოს: როდესაც რუსეთის უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღესაც ის თავისუფალი ქვეყანაა. ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა დარჩება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც დაადასტურა. აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, Javelin-სა და სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

„რუსეთი ამ კონფლიქტში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინის დამოუკიდებელი ხალხი გაიმარჯვებს და შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ მათ გვერდით დგომას ყოველ ნაბიჯზე“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა