GD Banner
საზოგადოება

გარდაიცვალა „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე

გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე. მას ერთი წლის წინ მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. თურქეთში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა რეციდივი და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

„გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“,-ნათქვამია პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ინფოფოსტალიონი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გიორგის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა