GD Banner
უცხოური მედია

რობერტ კენედი უმცროსის სენსაციური გამოსვლა – დემოკრატიული პარტია ანგრევს დემოკრატიას! მართავს პროცესებს სასამართლო დავებით, ამომრჩეველთა უფლებების შეზღუდვით და ცენზურით

ამერიკის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავალმა, რობერტ კენედი უმცროსმა წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

თავის გამოსვლისას, რობერტ კენედი უმცროსმა მძაფრი განცხადებები გააკეთა. მედიის ცნობით, ეს გზავნილები შოკისმომგვრელია ამერიკული პოლიტიკური სისტემისთვის.:

„საარჩევნო სისტემა უსამართლო, კორუმპირებული და არაკეთილსინდისიერია, მედია პროპაგანდისტული და ცენზურას დაქვემდებარებული, სასამართლოები და საარჩევნო კომისიები მიკერძოებულნი არიან“,-აცხადებს რობერტ კენედი.

მისივე თქმით, დემოკრატიული პარტია ანგრევს დემოკრატიას, სასამართლოში უჩივის კენედის მრავალ შტატში, მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მისმა გუნდმა შეაგროვა ხელმოწერები და გააკეთა ყველაფერი, რათა იგი საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრილიყო.

რობერტ კენედი უმცროსი აცხადებს, რომ დემოკრატებმა ჩაატარეს ყალბი, წინასწარ გადაწყვეტილი პრაიმერი – დემოკრატიული პარტიის ოპერატივებმა მოაწყვეს გადატრიალება და დანიშნეს ბაიდენის მემკვიდრე.

„ჰარისის უარი ინტერვიუებზე უკიდურესად არადემოკრატიულია – დემოკრატიულმა ნაციონალურმა კომიტეტმა და მედიამ “შექმნეს” ჰარისის პოპულარობის მოჩვენებითი ზრდა – დემოკრატიული პარტია მართავს პროცესებს სამთავრობო უწყებების იარაღად გამოყენებით, დემოკრატიის მიტოვებით, ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლო დავებით, ამომრჩეველთა უფლებების შეზღუდვით და ცენზურით“,-განაცხადა რობერტ კენედიმ.

პოლიტიკოსის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა პუტინის მსგავსი ხერხები – მთელი კამპანიის განმავლობაში, კენედიმ მხოლოდ ორი ინტერვიუ მიიღო მეინსტრიმ მედიაში.

მისივე თქმით, თავისუფალი სიტყვა, ომი უკრაინაში და ომი ჩვენს შვილებზე იყო ის, რამაც აიძულა კენედი თავდაპირველად კანდიდატად დამდგარიყო, ახლა კი, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერისკენ უბიძგა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,220 ნახვა