GD Banner
პოლიტიკა

რობერტ კენედი: სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი პროვოცირებას უწევს აშშ-ს ომში ჩასაბმელად და უკრაინაში ომის შესანარჩუნებლად – უკრაინის ომი დაიწყო 2014 წელს, როდესაც აშშ-ს სააგენტოებმა დაამხეს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა

JPG edited with https://ezgif.com/resize

“ჩვენ კვლავ დემოკრატიის მაგალითი ვართ, თუ ის ხუმრობად ვაქციეთ?” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კენედების ცნობილი ოჯახის შთამომავალმა რობერტ კენედი უმცროსმა, რომელმაც თავისი კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა.

მისი თქმით, თავისუფალი სიტყვა, ომი უკრაინაში და ომი ჩვენს შვილებზე იყო ის, რამაც კენედის გადააწყვეტინა, თავდაპირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად დამდგარიყო, დღეს კი, ექსპრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერისკენ უბიძგა.

ფედერალურმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა კენედის სარჩელს და თეთრი სახლის ცენზურის პროექტს უწოდა “ყველაზე უხეში დარღვევა პირველი შესწორებისა აშშ-ის ისტორიაში” .

რობერტ კენედი უმცროსმა თავის გამოსვლისას მძაფრი განცხადებები გააკეთა, მედიის ცნობით, ეს გზავნილები შოკისმომგვრელია ამერიკული პოლიტიკური სისტემისთვის.

როგორც კენედი თავის გამოსვლაში ამბობს, ინაუგურაციიდან 37 საათში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გახსნა პორტალი FBI-ს, CIA-ს, CISA-ს და DHS-ისთვის კენედის და სხვა პოლიტიკური დისიდენტების სოციალურ მედიაში ცენზურირებისთვის.

„სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი პროვოცირებას უწევს აშშ-ს ომში ჩასაბმელად და შესანარჩუნებლად. უკრაინის ომი დაიწყო 2014 წელს, როდესაც აშშ-ს სააგენტოებმა დაამხეს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა – 2022 წლის აპრილში რუსეთი იწყებდა ჯარების გამოყვანას, როდესაც ბაიდენმა გაგზავნა ბორის ჯონსონი უკრაინაში და აიძულა ზელენსკი გაეუქმებინა უკვე ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის. ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო რეჟიმის შეცვლა რუსეთში.

თავდაცვის მდივანმა ოსტინმა განაცხადა, რომ ომის მიზანი იყო რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტება – ამ შეთანხმების გაუქმების შემდეგ ასეულ ათასობით უკრაინელი და რუსი დაიღუპა ომში.

კენედის განცხადებით, აშშ-მ უკვე 200 მილიარდი დოლარი დახარჯა უკრაინაზე – ომის შედეგად კი, შეიქმნა BRICS-ი, რომელმაც შესაძლოა, ჩაანაცვლოს აშშ დოლარი, როგორც გლობალური ვალუტა.

ტრამპთან საუბრისას კენედი გაოცდა, რომ ისინი ბევრ საკვანძო საკითხში თანხმდებოდნენ. რაც შეეხება კამალა ჰარისს, მან უარი თქვა კენედისთან შეხვედრაზე ან თუნდაც საუბარზე

მედია წერს, რომ კენედების ოჯახის წევრის სენსაციური განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკული პოლიტიკური სისტემის სირთულეებს და იწვევს კითხვებს დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა