უკრაინელი ხალხი მადლობას უხდის პრეზიდენტ ბაიდენს, მის ადმინისტრაციას, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მე ვესაუბრე ჯო ბაიდენს და მადლობა გადავუხადე უკრაინის ეროვნული დროშისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილი მილოცვისთვის“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
„მე ასევე მადლობა გადავუხადე აშშ-ს დღეს [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების მორიგი პაკეტის დამტკიცებისთვის. […] მე ხაზი გავუსვი რუსეთზე სანქციების გაგრძელების აუცილებლობას. მე მივესალმე აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს იარაღის მიწოდებას გამოცხადებული პაკეტებიდან, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, რათა საიმედოდ დავიცვათ ჩვენი ქალაქები, თემები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – დასძინა მან.