GD Banner
Uncategorized

ჩემს შვილებს საკვები არასდროს აკლდათ. კვირაში სამჯერ მამოწმებდა სოციალური, საჭმელ-სასმელი რომ კლებოდათ, ვინ დამიტოვებდა ბავშვებს

ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ტყუპების დედა აცხადებს, რომ ბავშვების დაღუპვაში ყველა მას ადანაშაულებს, თუმცა არავის უკითხავს, თუ რატომ იყო ის ღამის პირველ და ორ საათამდე ქუჩაში.

ქალი ყვება, რომ ოჯახს კვირაში ერთხელ საოციალური მუშაკი ამოწმებდა.

„ყველა მე მადანაშაულებდა, შენი შვილების მკვლელი ხარო. მაგრამ ის არ უკითხავთ, ღამის პირველ და ორ საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში. მეზობლები ამბობდნენ, მათხოვრობდნენ ბავშვები და ჩვენ ვეხმარებოდით 5-5 ლარებითო. ჩემს შვილებს არასდროს უმათხოვრიათ, მათ საკვები არასდროს არ აკლდათ. კვირაში სამჯერ მამოწმებდა სოციალური. საჭმელ-სასმელი რომ კლებოდათ ვინ დამიტოვებდა ბავშვებს. ახლა დამრჩა ორი ანგელოზი, დავრჩით ღია ცის ქვეშ“,-აცხადებს ბავშვების დედა.

ცნობისთვის,ზუგდიდში, 13 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა