GD Banner
საზოგადოება

ქვეყანაში ახალი თაღლითური ქსელი ამოქმედდა- ხალხს ურეკავენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და კლინიკაში იმყოფება

ქვეყანაში ახალი თაღლითური ქსელი ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანონიმური სატელეფონო ზარებით ხალხს აჯერებენ რომ მათი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და კრიტიკულ მდგომაროებაში, კლინიკაში იმყოფება. მსგავსი სატელეფონო ზარი ათეულობით აბონენტთან განხორციელდა და ყველგან, შინაარსი იდენტურია.

თაღლითები აბონენტებს ფულის გადარიცხვას სთხოვენ, რომ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა არ დაგვიანდეს. მათი სამიზნე ძირითადად, ასაკოვანი, რუსულენოვანი ადამიანები არიან.

როგორც ერთ-ერთი აბონენტი, თამარ სიგუა ყვება, მასთან მსგავსი შინაარსის ზარი უკვე ორჯერ განხორციელდა და ორივე ქალაქის ტელეფონზე.

„უცებ მესმის, бабушка, бабушка, я попала в аварию! შვილიშვილი კი მყავს გოგო, მაგრამ რუსულად რატომ ამბობს მეთქი. შემდეგ ვიღაც მეუბნება რუსულად, თქვენი შვილიშვილი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოშიაო. მე ვკითხე, რამხელაა მეთქი, მან მიპასუხა- დიდიო. მე ვუპასუხე, რომ არ მყავს დიდი შვილიშვილი. ორი დღის შემდეგ, იგივე ტექსტით დამირეკეს“,- ამბობს თამარ სიგუა.

თაღლითებს ხშირ შემთხვევაში, აბონენტის ოჯახის წევრების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ცდილობენ, პირველი ზარის დროს ეს ინფორმაცია მოიპოვონ, შემდეგ კი, უკვე ზუსტად იციან, როგორ მოატყუონ ხანში შესულები. გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითები ახალგაზრდებსაც ურეკავენ და ატყობინებენ, რომ მათი მშობელი მოყვა ავარიაში. ხშირად ისინი ადამიანებს ეცნობიან, როგორც კლინიკის ექთნები და თანხის სასწრაფო გადარიცხვას სთხოვენ.

თაღლითური ქსელი საერთაშორისო მასშტაბისაა. ემიგრანტები საბერძნეთიდან ყვებიან, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოხუცს სახლში მიაკითხეს, თითქოს კლინიკიდან მათი შვილი გზავნიდა ოპერაციის ფულის წასაღებად.

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ თაღლითები სოციალური ქსელებიდან ცდილობენ მოიპოვონ, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მათი მსხვერპლის შესახებ. წინა შეტევებიდან მიღებული ინფორმაცია კი, იყიდება დარქნეტში. რაც შეეხება რუსულ ენას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მსგავსი სახის თაღლითობა ძალიან გავრცელებულია. პენსიონერთა უმეტესმა ნაწილმა კი, კარგად იცის რუსული ენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 180-ე მუხლით დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,445 ნახვა