GD Banner
საზოგადოება

“მთხოვეს, იქნებ ხელისუფლებას სთხოვო, მოვიდნენო, მე არ გამაჩნია მედიაციის მანდატი, თორემ ვითავებდი, უწყებებს მოვუწოდებ, ამ ბავშვების მდგომარეობა გულთან მიიტანონ“ – ომბუდსმენი “ევოლუშენის“ თანამშრომლებთან შეხვედრაზე

“ევოლუშენის“ გაფიცულმა თანამშრომლება სახალხო დამცველს სთხოვეს, შუამდგომლობა გაეწია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მათთან მისულიყვნენ, თუმცა ომბუდსმენი ამბობს, რომ ის “ვერავის აიძულებს სადმე მისვლას.“

მე მთხოვეს, იქნებ ხელისუფლებას სთხოვო, მოვიდნენო, მე ვერავის ვაიძულებ სადმე მისვლას, რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრო“, – განაცხადა ომბუდსმენმა “ტვ პირველის“ ეთერში.

იოსელიანი მედიაციის აუცილებლობაზე საუბრობს და იმ უწყებებს, ვისაც მედიაციის მანდატი გააჩნიათ, მოუწოდებს, ამ ადამიანების მდგომარეობა გულტან მიიტანონ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხის შესწავლით შრომის ინსპექცია დაინტერესებულია, თუმცა ამ ადამიანებმა მათგან ქმედითი ნაბიჯები ვერ დაინახეს. გაფიცულებმა ვერ დაინახეს მედიაციის მზაობა, რომ მხარეებს შორის ვიღაცა ჩადგეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარებაზე საუბარი. ეს არის ყველაზე მთავარი.

მე არ გამაჩნია მედიაციის მანდატი, თორე ვითავებდი. ვისაც გააჩნია მედიაციის მანდატი, უწყებებს მოვუწოდებ, ამ ბავშვების მდგოამრეობა გულთან მიიტანონ“, – ამბობს ომბუდსმენი.

იოსელიანი იმედს გამოთქვამს, რომ შრომის ინსპექცია გაარკვევს დამატებით ინფორმაციას და საზოგადოებამდე მიიტანს.

დამატებით ინფოროამციას ველოდებით შრომის ინსპექტიისგან, რომელიც, იმედია გაარკვევს და საზოგადებამდეც მიიტანს ინფორმაციას. მაქვს მოლოდინი, რომ შრომის ინსპექციისგან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რადგან მათ მოთხოვნების შესრულებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,568 ნახვა