GD Banner
Uncategorized

ბორელი: გერმანიის მიერ უკრაინისათვის დახმარების შესაძლო შემცირება ძალიან შემაშფოთებელია

x

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისათვის დახმარების შესაძლო შემცირება ძალიან შემაშფოთებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

„აბსოლუტური თვალსაზრისით, გერმანია ბევრს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას გაუმკლავდეს რუსეთის შემოჭრას. ამიტომ, ბერლინის მხრიდან კიევისთვის დახმარების სამომავლო შემცირება დიდ შეშფოთებას იწვევს, ეს ცუდი ამბავია“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი ამიერიდან უარს იტყვის უკრაინის დახმარების თხოვნაზე, თუ ამ მხარდაჭერის დასაფინანსებლად თანხა არ მოიძებნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა