საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტია “ჩვენ” ერთვება. პარტიის თავჯდომარემ დავით ქაცარავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გუნდის წევრები და სამომავლო გეგმები გააცნო.
დავით ქაცარავას თანაგუნდელები არიან პიარმენეჯერი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიშა რამიშვილი, პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი გიგიშა პატარიძე და სხვები.
დავით ქაცარავას თქმით, პარტია დაფუძნდა იმ ადამიანებისგან რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან.
“ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა დავით ქაცარავამ.
Facebook Comments Box