GD Banner
Uncategorized

ლევან ბეჟაშვილი – 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა

ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უმძიმესია. დღეს თუ ვინმე მდიდრდება, არის არა ხალხი, არამედ ოლიგარქიული კლანი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა.

„ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი არაადეკვატური ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას. ივანიშვილი აკვარიუმის მეშვეობით ესაუბრებოდა საქართველოს მოსახლეობას და აბსოლუტურად არაფერს სთავაზობდა ახალს, სთავაზობდა ისევ ძალადობას ოპოზიციაზე, გაუქმებას ოპოზიციის, არასამთავრობოების, მედიის და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდა. დღეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უმძიმესია. „ქართული ოცნების“ კომენტარები კი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მათ ყველანაირი კონტაქტი დაკარგეს ხალხთან. „ოცნების“ მმართველობის დროს, ამ 12 წელიწადში თითქმის ერთ მილიონჯერ გავიდა საქართველოს მოქალაქე საქართველოდან – ემიგრაციის მიზნით. ემიგრაციაში წასვლის შემთხვევების აბსოლუტური უმეტესობა გამოწვეული იყო საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით და იმ იმედით, რომ ადამიანები მცირე შემოსავალს გაიჩენდნენ უცხოეთში. საქართველოში ფასები სურსათზე, მედიკამენტებზე და საწვავზე არაადეკვატურად მაღალია და მხოლოდ ბოლო ხუთ წელიწადში საარსებო პროდუქტებზე ფასები დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა. დღეს თუ ვინმე მდიდრდება, არის არა ხალხი, არამედ ოლიგარქიული კლანი. მდიდრდება კლანი, ვინც საკუთარ შვილებს ჩარტერით უშვებს სასწავლებლად; ვინც შავი ფულით 80 მილიონი ლარის ღირებულების ახალ ოფისს აშენებს დეკლარირების გარეშე; ვინც ათასობით დოლარს ხარჯავს მდიდრულ ავტომობილებში გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გასარეკლამებლად; ვისაც მაჯაზე უკეთია 300 000 ლარის ღირებულების საათი. ივანიშვილის ხელისუფლება აყალბებს სტატისტიკას, აყალბებს რეალობას და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მათ არ აქვთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მაშინ როდესაც 3,5-მილიონიან ქვეყანაში ერთ მილიონ ადამიანს სოციალური დახმარების მიღების მოთხოვნით განცხადება აქვს შეტანილი. საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი, იცხოვროს ნორმალურად და ქართველი ხალხი იყოს მატერიალურად უზრუნველყოფილი. ამას სჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლური მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს: ეკონომიკა კლანს თუ ეკონომიკა ხალხს. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა, უნდა დაიბრუნოს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და ივანიშვილის კორუფციული რეჟიმი შეცვალოს პატრიოტი ხელისუფლებით, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, მონოპოლიების ნგრევით ფასების კლებას, საპენსიო სესხების განულებას და ოჯახების შემოსავლების ზრდას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა