ალენ დელონის ოჯახმა გადაწყვიტა, არ შეასრულოს მისი უკანასკნელი სურვილი- მსახიობს სურდა, მისი საყვარელი ნაგაზი ლუბო დაეძინებინათ და მასთან ერთად დაეკრძალათ. დელონი ამბობდა, რომ ძაღლი საკუთარი შვილივით უყვარდა და წუხდა, რომ ის პატრონის გარეშე დაიტანჯებოდა.
თუმცა, მსახიობის სურვილმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ცხოველთა დამცველებმა, ბრიჯიტ ბარდოს ფონდის ხელმძანელობით, ჯანმრთელი ცხოველის ევთანაზია გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ ბელგიური ნაგაზი მათ გადაეცეს.
საბოლოოდ, ალენ დელონის ქალიშვილმა ანუშკამ პირობა დადო, რომ ძაღლს არც დააძინებენ დ არც სხვას გადასცემენ. ნაგაზი სახლში დარჩება.
ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ უკვე გარდაცვლილი ძაღლების გვერდით.- მსახიობის მამულში მისი 35 ძაღლია დაკრძალული.
Facebook Comments Box