GD Banner
Uncategorized

ალენ დელონის შვილები არ შეასრულებენ მამის ანდერძს – არ დააძინებენ მის საყვარელ ნაგაზს

ალენ დელონის ოჯახმა გადაწყვიტა, არ შეასრულოს მისი უკანასკნელი სურვილი- მსახიობს სურდა, მისი საყვარელი ნაგაზი ლუბო დაეძინებინათ და მასთან ერთად დაეკრძალათ. დელონი ამბობდა, რომ ძაღლი საკუთარი შვილივით უყვარდა და წუხდა, რომ ის პატრონის გარეშე დაიტანჯებოდა.

თუმცა, მსახიობის სურვილმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ცხოველთა დამცველებმა, ბრიჯიტ ბარდოს ფონდის ხელმძანელობით, ჯანმრთელი ცხოველის ევთანაზია გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ ბელგიური ნაგაზი მათ გადაეცეს.

საბოლოოდ, ალენ დელონის ქალიშვილმა ანუშკამ პირობა დადო, რომ ძაღლს არც დააძინებენ დ არც სხვას გადასცემენ. ნაგაზი სახლში დარჩება. 

ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ უკვე გარდაცვლილი ძაღლების გვერდით.- მსახიობის მამულში მისი 35 ძაღლია დაკრძალული. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა