GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დავასრულეთ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში

მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები უაღრესად პრინციპული იყო, ამ არჩევნებს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: ამ არჩევნებს აქვს 2012 წლის ტოლფასი დატვირთვა. 2012 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დავასრულეთ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში; 2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და პოლიტიკიდან ჩამოშორება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი.

„არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! „ნაცმოძრაობის“ გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი, და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით.

26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი!

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა