GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში,  საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობისთვის. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, ვინაიდან, მათ მხარეს  ქართველი ხალხი და სიმართლეა.

„ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ. – ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა. 

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საერთო ქართული ოცნების ახდენაში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის, დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობის და სიამაყისათვის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან  ყველაზე მთავარი – ქართველი ხალხი და სიმართლე ჩვენს მხარესაა.

მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, ყველას ერთად, მტკიცედ გვჯერა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების თარიღი იქნება!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა