GD Banner
Uncategorized

რუსეთმა კიევს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შეტევა მოიგერიეს – Unian

20 აგვისტოს, ღამით, რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დილით კი უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ქალაქს ჩრდილოეთიდან დაარტყა, სავარაუდოდ, „ისკანდერ-K“ საკრუიზო რაკეტებით, იტყობინება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია „ტელეგრამის“ არხზე.

ხელისუფლების ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად დედაქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

„რაკეტებითა და დრონებით ტერორი არ წყდება! ღამით ოკუპანტებმა დედაქალაქს მოიერიშე დრონებით შეუტიეს (დრონები საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა). დღეს დილით კი საჰაერო განგაში გამოცხადდა, საკრუიზო რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო (სხვათა შორის, ეს უკვე 41-ე საჰაერო განგაშია კიევისთვის აგვისტოს დასაწყისიდან!). ეს უკვე მეხუთე სარაკეტო თავდასხმაა კიევზე ამ თვეში!“, – აღნიშნა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ.

დეპარტამენტის ცნობითვე, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის რაკეტები დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა