ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. ექსპერტის თქმით, აუცილებელია “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებზე მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაჯანსაღდეს ქართული პოლიტიკა.
„თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს დესტრუქციული პარტია, როგორიცაა კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც ასოცირდება ომთან, ნგრევასთან და ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან, არა თუ საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყნის სუვერენიტეტი, მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, არამედ ჯანსაღ ოპოზიციას არ უწერია პოლიტიკურ ველში შემოსვლა, ამიტომ არის აუცილებელი “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებზე მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაჯანსაღდეს ქართული პოლიტიკა!“-წერს ნინო ფოჩხუა.
Facebook Comments Box