ფილმი „დედპული და ვულვერინი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის. ინფორმაცია Marvel-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1, 086 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქამდე ეს რეკორდი „ჯოკერს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2019 წელს 1, 078 მილიარდი დოლარი მოაგროვა. R რეიტინგი ენიჭება ფილმები, რომლებიც მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი მასალას შეიცავს.
რეჟისორ შონ ლევის სურათის პრემიერა 26 ივლისს შედგა. მთავარ როლებს ფილმში რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ.
Facebook Comments Box