GD Banner
უცხოური მედია

„დედპული და ვულვერინი“ R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანი გახდა

ფილმი „დედპული და ვულვერინი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის. ინფორმაცია Marvel-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

აღნიშნულია, რომ ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1, 086 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქამდე ეს რეკორდი „ჯოკერს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2019 წელს 1, 078 მილიარდი დოლარი მოაგროვა. R რეიტინგი ენიჭება ფილმები, რომლებიც მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი მასალას შეიცავს.

რეჟისორ შონ ლევის სურათის პრემიერა 26 ივლისს შედგა. მთავარ როლებს ფილმში რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა