GD Banner
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა სასამართლო დავა მოუგო რუსეთის ფედერაციას და სამართლებრივად მათ დაერქვათ ოკუპანტი ქვეყანა, უკვე იმ შიდა მოღალატეების ჯერი დადგა, რომლებსაც კოლექტიურად „ნაცმოძრაობა“ ჰქვიათ

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო და ყველა სასამართლო დავა მოუგო რუსეთის ფედერაციას, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და სამართლებრივად მათ უკვე დაერქვათ ოკუპანტი ქვეყანა, უკვე იმ შიდა მოღალატეების ჯერი დადგა, რომლებსაც კოლექტიურად „ნაცმოძრაობა“ ჰქვიათ და მათ მოღალატეობრივი ქმედებები აქვთ ჩადენილი, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბრისას.

„ისინი კვლავ აგრძელებენ ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ღალატს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოღალატეების ადგილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს წინაშე და მათ გასცენ კითხვებს პასუხი ჩვენი საზოგადოების წინაშე. მაგალითად, რატომ შეუცვალეს კოდორის ხეობას სტატუსი, რატომ დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რატომ დაუჭირეს მოღალატეობრივი ქმედებებით რეზოლუციას 1633, ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ, რატომ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს.

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში და, შესაბამისად, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, – აცხადებს გორდულაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა