უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა, საჭიროა უკრაინისთვის უკვე გამოყოფილი დახმარების მიწოდება დაჩქარდეს, რადგანაც ომს შვებულება არ აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ტორეცკში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები ქალაქს ინტენსიურად უტევენ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ პოზიციების შესანარჩუნებლად.
„საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ, ომს არ აქვს შვებულება. საჭირო გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს. დღეს გვაქვს კარგი შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებით, თუმცა მხოლოდ ერთ დღეში მტერმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელა. ჩვენი ქვედანაყოფები, ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.