GD Banner
Uncategorized

Netflix-ზე ახალი მუსიკალური შოუ გავა, რომლის მსაჯებიც ნიკოლ შერზინგერი, კელი როულენდი და ლიამ პეინი იქნებიან

Netflix-მა ახალი მუსიკალური შოუ Building the Band („ბენდის აწყობა“) დააანონსა. როგორც სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზეა აღნიშნული, შოუს მონაწილეები ჯგუფებს დამოუკიდებლად შექმნიან, თანაც ისე, რომ მხოლოდ ერთმანეთის ხმა ექნებათ მოსმენილი. ერთმანეთის გაცნობას და ქორეოგრაფიაზე მუშაობას კი უკვე ამის შემდეგ დაიწყებენ.

შოუზე იმუშავებენ ლეგენდარული ჯგუფების წევრები. პროექტის წამყვანი Backstreet Boys-ის წევრი ეიჯეი მაკლინი იქნება, მსაჯების ადგილებს კი ნიკოლ შერზინგერი (The Pussycat Dolls), ლიამ პეინი (Destiny’s Child) და კელი როულენდი (One Direction) დაიკავებენ.

გადაღებები ზაფხულში დაიწყება. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ შოუს სტუმარი მსაჯებიც დაემატებიან, მონაწილეებს კი სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა