დღეს აშშ-ში „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნული ყრილობა გაიმართება, სადაც შესაძლოა ამერიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინონ, იუწყება CNN-ი.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, „დემოკრატიული“ პარტიის ყრილობას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის.
ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყების წინ პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს პალესტინის დროშები ეჭირათ ხელში და აცხადებდნენ, რომ ახლა პოლიტიკოსებისგან ნაკლები საუბრის და მეტი მოქმედების დროა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
Facebook Comments Box