აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი გვიან ღამით ავტომატური იარაღის გამოყენებით გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანულმა არმიამ „ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღო აღნიშნულ მიმართულებაზე“.
Facebook Comments Box