მამაჩემი, ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეო და მსოფლიო ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა და მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი აცხადებს.
როგორც გენო ამბობს, მისი მთავარი ფორმულაა არ დანებდეს და ბოლომდე იბრძოლოს.
„როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა სპორტი, მონდომებული ბავშვი ვიყავი. სპორტულ ცხოვრებას თან ახლავს როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მზად ვართ ყველაფრისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სამშობლო და ეს ყველაფერი შერწყმულია ჩემს ხასიათში და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ჩემი მთავარი ფორმულაა: არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო.“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა „იმედის“ ეთერში.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.