გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, მუსიკალურ ფესტივალ „ჰაიფილდზე“ ინციდენტი მოხდა. მოძრაობის დროს, ეშმაკის ბორბალს, რომელშიც ხალხი იჯდა, ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ატრაქციონის ერთ კაბინაში გაჩნდა, შემდეგ, კი, სხვაზეც გადავიდა .
ხანძრის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი. მათ შორის, ორი მძიმე მდგომარეობაშია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ჰაიფილდის“ ორგანიზატორებმა ფესტივალი ინციდენტიდან ერთ საათში განაახლეს.
Facebook Comments Box