GD Banner
Uncategorized

გერმანიაში ცეცხლი გაუჩნდა ეშმაკის ბორბალს, რომლის კაბინებშიც ადამიანები ისხდნენ

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, მუსიკალურ ფესტივალ „ჰაიფილდზე“ ინციდენტი მოხდა. მოძრაობის დროს, ეშმაკის ბორბალს, რომელშიც ხალხი იჯდა, ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ატრაქციონის ერთ კაბინაში გაჩნდა, შემდეგ, კი, სხვაზეც გადავიდა . 

ხანძრის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი. მათ შორის, ორი მძიმე მდგომარეობაშია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ჰაიფილდის“  ორგანიზატორებმა ფესტივალი ინციდენტიდან ერთ საათში განაახლეს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა